საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის 2026 წლის 25 თებერვლის №3853/31-05 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 27 თებერვლის №3 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ყაზახეთის საერთაშორისო არბიტრაჟის თავმჯდომარეს, ყაზახეთის ჰუმანიტარული და სამართლებრივი უნივერსიტეტის კერძო სამართლის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, სამართლის დოქტორს, პროფესორ მაიდან სულეიმენოვს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
2. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე